ჟიგიმანტას პავილიონისი - სოლიდარობის აქცია ვილნიუსში, რათა გამოვხატოთ ლიეტუვის გულწრფელი მხარდაჭერა საქართველოსადმი
ვილნიუსში საქართველოს სოლიდარობის აქცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„სოლიდარობის აქცია ვილნიუსში, რათა გამოვხატოთ ლიეტუვის გულწრფელი მხარდაჭერა საქართველოში ჩვენი დებისა და ძმების მიმართ, რომლებიც იბრძვიან რუსული ოცნების, ქართული კოშმარის წინააღმდეგ და მათი კანონიერი ადგილისთვის ევროკავშირსა და ნატოში“, – წერს პავილიონისი.