ბელგია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც სექს-მუშაკებს შრომით ხელშეკრულებებს და უფლებების დაცვას სთავაზობს

დეკ 2, 2024 - 22:29
დეკ 2, 2024 - 23:42
 0  94
ბელგია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც სექს-მუშაკებს შრომით ხელშეკრულებებს და უფლებების დაცვას სთავაზობს

კვირას, 1 დეკემბერს ძალაში შევიდა კანონი, რომლის მსგავსი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს - „ამიერიდან ბელგიაში სექსმუშაკებს შეუძლიათ, კონტრაქტით და დასაქმების უფლებებით ისარგებლონ“, - ციტირებს გამოცემა „ლე სუარი“ შრომის ფედერალური მინისტრის, პიერ-ივ დერმანის ოფისის განცხადებას. ამ კანონის მიღებას წინ 2022 წელს სექს-მუშაკების საქმიანობის დეკრიმინალიზაცია უძღვოდა.

728
300

მეძავების დაცვის ახალი კანონი მაისში მიიღეს. ის მათ ანიჭებს სტატუსს, ასევე წვდომას მთელ რიგ უფლებებზე, როგორიცაა, მაგალითად, შვებულება და სამუშაო დროის მეტი კონტროლი. გარდა ამისა, კანონი ითვალისწინებს სოციალურ უზრუნველყოფასა და პენსიაზე ხელმისაწვდომობის უფლებას. „როდესაც ადამიანი ავად არის, მას უნდა ჰქონდეს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და თავის მოვლის უფლება, რის დასადასტურებლადაც შეუძლია, სამედიცინო ცნობა წარადგინოს“, - განუცხადა „არ თი ელ ინფოს“ ასოციაცია „Espace P“-ის კოორდინატორმა, იზაბელ იარამილიომ. ის ასევე საუბრობს „ორსული ქალების უფლებებზე, რომლებსაც შეიძლება გვერდი აუარონ“.

რამდენიმე სავალდებულო წესი დამსაქმებლებისთვის

მეძავები ასევე უკეთ იქნებიან დაცულები ისეთი შემთხვევების დროს, თუ ისინი უარს იტყვიან სექსუალურ აქტზე ან კლიენტის მომსახურებაზე. მათ უფლება ექნებათ, ნებისმიერ დროს შეწყვიტონ ნებისმიერი აქტი და დააყენონ თავიანთი პირობები ნებისმიერი სექსუალური ურთიერთობის დაწყებამდე. „კლიენტთან ან დამსაქმებელთან ადრე შეთანხმებული პირობებისა თუ შეთანხმებების მიუხედავად, მხოლოდ მასზე [თანამშრომელზე] არის დამოკიდებული, დათანხმდეს თუ არა სექსუალურ აქტს“, - ნათქვამია კანონის ერთ-ერთ მუხლში, რომელსაც გამოცემა „ლიბერასიონი“ ციტირებს. ბელგიური ორგანიზაცია Group S-ის ვებსაიტზე, რომელიც პერსონალთან მუშაობაშია სპეციალიზირებული, ხაზგასმულია, რომ დამსაქმებლებს ლიცენზიის აღება და რამდენიმე წესის დაცვა მოეთხოვებათ. მათ შორის: გარკვეული ზომის ოთახების მოწყობა და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფა, პრეზერვატივებით თანამშრომლების მომარაგება და სასწრაფო დახმარების ღილაკის დაყენება.

„არ თი ელ ინფოს“ ცნობით, მოვლენების ასეთი განვითარების მიუხედავად, სექს-მუშაკების ზოგიერთ კატეგორია მაინც ყურადღების მიღმა რჩება. „რაც შეეხება ქუჩის მუშაობას, ამ სფეროში ყველაფერი ადგილობრივ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოგვიწევს მეტი მუშაობა, რადგან ისინი ხანდახან რეპრესიულ პოლიტიკას ატარებენ, რაც მეძავებს არალეგალურად მუშაობისკენ უბიძგებს. იატაკქვეშეთში გადასვლა კი ხსნის კარს ყველა სახის შეურაცხყოფისთვის, მათ შორის ექსპლუატაციისა და ადამიანებით ვაჭრობისთვის“, - დასძენს იზაბელ იარამილიო.

728
300