ესპანურ-ქართული ბიზნეს ალიანსის (SGBA) წარმომადგენლებმა სამშაბათს განაცხადეს, SGBA-მ გაიმყარა პოზიციები ესპანეთში და ქალაქ მადრიდში ჩამოაყალიბა მუდმივი კომიტეტი
როგორც ესპანურ-ქართული ბიზნეს ალიანსის (SGBA) წარმომადგენლებმა სამშაბათს განაცხადეს, SGBA-მ გაიმყარა პოზიციები ესპანეთში და ქალაქ მადრიდში ჩამოაყალიბა მუდმივი კომიტეტი.
ეს ალიანსი 2013 წელს შეიქმნა ესპანელი და ქართველი ბიზნესმენების თანამშრომლობის ხარჯზე და იგი ისწრაფვის სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად საქართველოსთან, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან პუნქტს კავკასიის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთისკენ გზაზე. მისი ადგილმდებარეობის წყალობით, საქართველო გახლავთ სტრატეგიული ლოკაცია ევროპას, შავი ზღვის ქვეყნებს და ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას შორის.
ამგვარად, როგორც ბიზნეს ალიანსის წარმომადგენლები განმარტავენ, მისი „პრივილეგირებული მდებარეობა“ ისტორიულ „აბრეშუმის გზაზე“, განაპირობებს საქართველოს ბუნებრივი „ხიდის“ როლში გამოყვანას ისეთი განვითარებული ბაზრებისკენ, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველო გადაიქცა სავაჭრო მაგისტრალად აზიის ამ გიგანტ ქვეყანასთან. ამის გათვალისწინებით, ესპანეთსა და საქართველოს შორის კავშირების კიდევ უფრო გასამყარებლად, ესპანურ-ქართული ბიზნეს ალიანსი (SGBA), მისი პრეზიდენტის - ვასილ ბაბლუანის თაოსნობით, გეგმავს 2025 წლის მარტში ვიზიტის განხორციელებას საქართველოში, სადაც ჩატარდება ბიზნეს-ფორუმი და გაიმართება შეხვედრები მაღალი რანგის პოლიტიკურ ფიგურებთან.
ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ ესპანელი მეწარმეები და ბიზნესმენები გაეცნონ მაღალეფექტურ პროექტებს საქართველოში - კავკასიის რეგიონში მდებარე იმ ქვეყანაში, რომელმაც 2023 წელს განაცხადი შეიტანა ევროკავშირის წევრობაზე. ამ მხრივ ალიანსის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივებით გამოდის, როგორებიცაა ღრმაწყლოვანი ნავსადგური შავ ზღვაზე, ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისთან (რომელიც წელიწადში 20 მილიონ მგზავრს მოემსახურება) და ა.შ.
„ეს პროექტები არამხოლოდ გააძლიერებენ და გააუმჯობესებენ საქართველოს ინფრასტრუქტურას, არამედ გადააქცევენ ქვეყანას ამიერკავკასიის რეგიონის სატრანსპორტო ცენტრად, რაც უცხოური კომპანიებისთვის და ინვესტორებისთვის მეტად გარემოს შექმნის“ - განაცხადა ვასილ ბაბლუანმა. მან ასევე დასძინა, რომ საქართველო ასევე „სთავაზობს ინვესტორებს გადასახადების გარეშე ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო გარემოსა და კანონმდებლობას, რომელიც ჰარმონიზირებულია ევროპულ სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს იურიდიულ და საოპერაციო უსაფრთხოებას უცხოური კომპანიებისთვის“.
SGBA, რომელსაც ათ წელზე მეტი გამოცდილება აქვს, იმ დამაკავშირებელი რგოლის როლში გამოვა, რომელიც გაამარტივებს ესპანური კომპანების წვდომას ქართულ ბაზართან.
ამასთან დაკავშირებით, ესპანურ-ქართული ბიზნეს ალიანსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ახლა ესპანეთისთვის იდეალური დროა საიმისოდ, რომ მან პირველობა მოიპოვოს ამიერკავკასიის რეგიონში, რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ესპანეთის ეკონომიკური ამბიციები, საქართველოს მოსახლეობის დინამიზმი, ქვეყნის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები მის მეზობლებთან და ამავე ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობა, ბიზნესისთვის უზარმაზარი შესაძლებლობებით“.