შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიფში „ოქსფორდს“ უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა 1:0 მოიგო.
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მარცხენა ფლანგზე დააყენეს და პირველ ტაიმში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მასპინძელთა 8 ნომერი თამაშს ალაგებდა, ამწვავებდა, ორჯერ კუთხურიდან ბურთი კარში ჩაახვია – განსაკუთრებით სახიფათო მეორე მცდელობა იყო, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა და „ოქსფორდი“ გადარჩა.
შესვენების შემდეგ „უოტფორდმა“ უპირატესობა უფრო გაზარდა და ანგარიშიც გახსნა. 54-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე მასპინძლების განვითარებული სწრაფი კონტრშეტევა ვაკუნ ბაიომ დააგვირგვინა.
ჩაკვეტაძე ისევ აქტიური იყო, თანაგუნდელი ორჯერ დატოვა მეკარესთან დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მათ შანსებით ვერ ისარგებლეს. გიორგიმ კიდევ ერთხელ სცადა კუთხურიდან გატანა და „ოქსფორდი“ ამჯერად მეკარე ჯეიმი ქამინგმა გადაარჩინა. საერთო ჯამში მისი თამაში 7.7 ქულით შეფასდა.
15 ტურის შემდეგ „უოტფორდმა“ 25 ქულა დააგროვა და ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადავიდა, ეს კი პრემიერლიგის პლეი ოფის ზონაა.
ნოე 10, 2024 0 286
ნოე 11, 2024 0 256
ნოე 10, 2024 0 242
ნოე 11, 2024 0 129
ნოე 12, 2024 0 111
ნოე 13, 2024 0 89
ნოე 12, 2024 0 111
ნოე 11, 2024 0 256
ნოე 10, 2024 0 242
ნოე 10, 2024 0 286
სულ ხმა მისცა: 1
კი