ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისშია

ნოე 11, 2024 - 14:32
 0  17
ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისშია

ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისშია. მათ შორის არიან მიხაელ როთი და ჟიგიმანტას პავილიონისი, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევიან. დელეგაცია უკვე შეხვდა პრეზიდენტს. შეხვედრა იმართება არასამთავრობო სექტორთან და ოპოზიციასთან.

როგორც მიხაილ როთმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის პოლიტიკასთან, ამის მაგალითად კი გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონები მოჰყავს.

„ანტიევროპული ტრაექტორია თუ გაგრძელდება და არ მოხდება, მაგალითად, რუსული აგენტების კანონის გაუქმება, გაგრძელდება ევროკავშირის პრინციპების ძირის გამოთხრა, საქართველოს პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით შეჩერებული დარჩება. საქართველოს პოლიტიკა შეუსაბამოა ევროკავშირის წევრობასთან“, - განაცხადა როთმა.