თეთრი სახლი ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

ნოე 14, 2024 - 07:28
 0  6
თეთრი სახლი ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან გამართულ შეხვედრაზე დეტალური კითხვები წარადგინა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

ჟან-პიერის თქმით, შეხვედრა იყო „ძალიან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და შინაარსიანი“. თეთრი სახლის პრესსპიკერმა უარი თქვა იმის გამჟღავნებაზე, თუ რა კითხვები დაუსვა ტრამპმა ბაიდენს თითქმის ორსაათიანი შეხვედრის დროს.

„ბაიდენი, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ელოდებოდა შეხვედრას და უპასუხა არჩეული პრეზიდენტის ყველა კითხვას, გაუზიარა საკუთარი მოსაზრებები“, – აღნიშნა ჟან-პიერმა.

ჟან-პიერის თქმით, თავად ესაუბრა ბაიდენს ოვალურ კაბინეტში, ბრიფინგზე გამოსვლამდე.

„გვთხოვა, გადმოგვეცა თქვენთვის, რომ არჩეული პრეზიდენტი იყო ძალიან თავაზიანი.

ვფიქრობ, შეხვედრის ხანგრძლივობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ ჰქონდათ სიღრმისეული საუბარი ბევრ საკითხზე“, – განაცხადა ჟან-პიერმა.

მისივე თქმით, მომავალში ბაიდენი „რა თქმა უნდა, შეინარჩუნებს კომუნიკაციის ხაზს არჩეულ პრეზიდენტთან“.

ამასთან, ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აღნიშნულ შეხვედრას არ დასწრებია.