კაია კალასი - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით
ჩვენ ქართველი ხალხის და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კალასი აღნიშნავს, გმობს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას.
„ვწუხვართ მმართველი პარტიის სიგნალების გამო, რომ არ გააგრძელონ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ და არ თქვან უარი ქვეყნის დემოკრატიულ უკანდახევაზე. ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები ექნება“, – წერს კაია კალასი.