სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ სპეცრაზმელებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება
სპეცრაზმელებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ მონაცემებს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე პირის ახლობლები წერენ, რომ ეს ადამიანები არ არიან სპეცრაზმელები და ამჟამად არც იმყოფებიან დედაქალაქში. მათი განმარტებით, გავრცელებული მასალა ამხელს იმ ცრუ ინფორმაციას, რომლის ტირაჟირებასაც რადიკალები ცდილობენ.