შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი რუსეთს გაყინული ფინანსური დახმარების გაცემის თხოვნით მიმართავს.
სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელმა, ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობას ფინანსური დახმარების გაწევა სთხოვა, რომლის გაცემა 1-ლი სექტემბრიდან არის გაყინული სოხუმის მიერ მოსკოვის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ რუსეთი ფინანსურ დახმარებას არ განაახლებს, სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო მოხელეების ხელფასებისთვის ფულის მოძიება რთული იქნება.
2024 წლის 1-ლი სექტემბრიდან რუსეთმა აფხაზეთის ფინანსური და ეკონომიკური დახმარების ფარგლებში სოციალური გადასახადები შეაჩერა, რომლებიც გამოიყენებოდა მასწავლებლების, ექიმებისა და სამართალდამცავების დამატებითი ანაზღაურებისთვის.
ასევე, შემოდგომა-ზამთრის ენერგიის დეფიციტის დროს ელექტროენერგიის მიწოდება ოკუპირებულ აფხაზეთში კომერციულ ფასად დაიწყო.
რუსული მედიის თანახმად, ეს ყველაფერი აფხაზური მხარის მიერ რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოხდა.
ნოე 11, 2024 0 4008
ნოე 10, 2024 0 3880
ნოე 10, 2024 0 2843
ნოე 13, 2024 0 2656
ნოე 12, 2024 0 2552
ნოე 27, 2024 0 1657
ნოე 13, 2024 0 2656
ნოე 12, 2024 0 2552
ნოე 11, 2024 0 4008
ნოე 10, 2024 0 3880
სულ ხმა მისცა: 1
კი