შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მაკა ბოჭორაშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს.
„გრცხვენოდეს, პაველ ჰერჩინსკი, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“, – წერს პავილიონისი სოციალურ ქსელში.
ამასთან, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუწოდა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს, ფრანგ ევროპარლამენტარ ნატალი ლუაზოს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიხაილ შერბას, ევროპარლამენტის წევრ ბერნარდ გეტას, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, ფრედერიკ პეტის, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონს, ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერს, პოლონეთის სენატის წევრ ბოგდან კლიჩს, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხაილ როთს, ფინელ პარლამენტარ ჯუკა კოპრას, შვედეთის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონს, ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელ ინარა მურნიეცეს, ევროპარლამენტარ რიჰარდს კოლსს და საქართველოში ამერიკის საელჩოს – გაიზიარონ ეს გზავნილი.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის გუშინ შეხვდა. შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს.
ნოე 11, 2024 0 12586
ნოე 10, 2024 0 12396
ნოე 13, 2024 0 9005
ნოე 12, 2024 0 8274
ნოე 10, 2024 0 8260
ნოე 27, 2024 0 5039
ნოე 13, 2024 0 9005
ნოე 12, 2024 0 8274
ნოე 11, 2024 0 12586
ნოე 10, 2024 0 12396
სულ ხმა მისცა: 2
კი