პირველი არხის ხელმძღვანელობა აქციის მონაწილეებს ეთერს 20:00 საათზე სთავაზობს
პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ აქციის წარმომადგენლებს შესთავაზა, შეარჩიონ პირები და მათ ეთერს დაუთმობენ.
პირველი არხთან შეკრებილები არხის ხელმძღვანელობის გადადგომასაც ითხოვენ. აქციის წარმომადგენლებს განემარტათ, რომ არხი დაგეგმავს გადაცემას და მათ საშუალება მიეცემათ, თავისი აზრი ამ გადაცემაში გამოთქვან. თუმცა, აქციის მონაწილეები დაუყოვნებლივ პირდაპირ ეთერს ითხოვენ.
თინათინ ბერძენიშვილმა შეკრებილებს შესთავაზა, რომ მათ ეთერს 20:00 საათზე დაუთმობენ.
პირველი არხის შენობასთან აქციის მონაწილეები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ და არხის ხელმძღვანელობისგან პირდაპირ ეთერს ითხოვენ.