პენტაგონის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 988 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა

დეკ 8, 2024 - 14:59
 0  138
პენტაგონის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 988 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 988 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონი ავრცელებს.

728
300

პაკეტი მოიცავს აღჭურვილობას სარაკეტო სისტემებისთვის და უპილოტო საფრენ სისტემებს. პაკეტი ასევე მოიცავს ტექნიკური მომსახურების პროგრამების მხარდაჭერას.

როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ახალი პაკეტის მიზანია, უზრუნველყოს უკრაინა ინსტრუმენტებით, რომლებიც მას სჭირდება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გასამარჯვებლად.

728
300