„ფაინენშალ თაიმსი“ - ევროპაში გაზის ფასები წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა

ნოე 14, 2024 - 18:34
 0  36
„ფაინენშალ თაიმსი“ - ევროპაში გაზის ფასები წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა

ევროპაში გაზის ფასები წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა. ამის მიზეზად რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდებაში შესაძლო ხარვეზები სახელდება.

728
300

ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

ევროპის სარეფერენსო ინდექსი Title Transfer Facility (TTF) ხუთშაბათს დილით 5%-ზე მეტით გაიზარდა და მეგავატ-საათზე 46 ევროს მიაღწია, ეს ყველაზე მაღალი ფასია გასული წლის ნოემბრის ბოლოდან.

ეს მკვეთრი ზრდა მოხდა მას შემდეგ, რაც ავსტრიულმა კომპანია OMV-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც იყო გაფრთხილება „რუსეთიდან გაზის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის“ შესახებ რუსეთიდან. კომპანიამ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსულ „გაზპრომთან“ დავა მოიგო და საარბიტრაჟო სასამართლომ რუსულ კომპანიას 230 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

ავსტრიულ OMV-ში განაცხადეს, რომ ამ თანხას „გაზპრომთან“ არსებული კონტრაქტის საფუძველზე მოითხოვოს. ამან კი შესაძლოა, გამოიწვიოს ორ კომპანიას შორის საქმიანი ურთიერთობების გაუარესება.

728
300