ფრანგმა ფერმერებმა საპროტესტო აქციები განაახლეს

ნოე 27, 2024 - 23:17
 0  50
ფრანგმა ფერმერებმა საპროტესტო აქციები განაახლეს

ფრანგმა ფერმერებმა საპროტესტო აქციები განაახლეს. პროტესტის მიზეზი ევროპასა და მერკოსურის ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმების შესაძლო შედეგებია. ფერმერები ამბობენ, რომ ხელშეკრულება მათ ბიზნესს დააზარალებს.

728
300

მედიაში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ ფერმერები ტრაქტორებით შეუერთდნენ საპროტესტო აქციას ქალაქ ავინიონში. მათ სამთავრობო შენობის წინ თივა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია დაყარეს.

ევროკავშირი და მერკოსურის ოთხი წევრი – არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი და ურუგვაი ითხოვენ გრძელვადიანი სავაჭრო მოლაპარაკებების დასრულებას წლის ბოლომდე.

ფერმერები აცხადებენ, რომ შეთანხებამ შესაძლოა, იაფი იმპორტის დაშვებით დააზიანოს ადგილობრივი სოფლის მეურნეობა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს ნაკადი საფრთხეს შეუქმნის ფრანგული ფერმერული მეურნეობის მაღალ ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას.

728
300