The Economist: უკრაინაში მიმდინარე ომში 60 000-დან 100 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

ნოე 27, 2024 - 21:16
 0  65
The Economist: უკრაინაში მიმდინარე ომში 60 000-დან 100 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

ბრიტანული გამოცემა The Economist-ის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე ომში 60 000-დან 100 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 400 000-მდე - დაიჭრა და ვეღარ შეძლო საბრძოლო ველზე დაბრუნება.

728
300

ოფიციალური კიევი დიდწილად თავს არიდებდა სამხედრო დანაკარგების სრული მასშტაბის გამჟღავნებას. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თებერვალში განაცხადა, რომ 31 000 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა.

The Economist-ი წერს, რომ რუსეთმა და უკრაინამ დაკარგეს მოსახლეობის უფრო დიდი წილი, ვიდრე აშშ-მა კორეისა და ვიეტნამის ომების დროს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის დანაკარგი ომში უფრო დიდია, კერძოდ, რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 200 ათასი სამხედრო.

728
300