ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. პირდაპირი ჩართვისას რამდენიმე მონაწილემ ტელეკომპანიის ჟურნალისტს აგრესიულად მიმართა და „რუსთავი 2-ს“ პროპაგანდისტი მედია უწოდა.
საბოლოოდ „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი აქციის მონაწილეთა გარემოცვაში აღმოჩნდა და აქციის პირდაპირ ეთერში გაშუქების გაგრძელება ვეღარ შეძლო.
„იმედი“ კატეგორიულად გმობს მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლას და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას და სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს. მედიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ პროფესიული მოვალეობის შესრულებისა და მოვლენების გაშეუქების შესაძლებლობა.