დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ნოე 29, 2024 - 18:54
 0  83
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ღამით აქციაზე დაშავებულების ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. უმეტესობას დაჟეჟილობები და მოტეხილობები აღენიშნება. ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. რუსთაველის გამზირიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში, ჯამში, 33 ადამიანი გადაიყვანეს. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 თანამშრომელი, 13 აქციის მონაწილე.

728
300

დაშავდა მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი. რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას დაშავდა საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი დავით ბეჟანიშვილი, სახის ძვლის მოტეხილობით ინგოროყვას კლინიკაში რჩება „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა. აქციის გაშუქებისას დაზიანება მიიღო „პუბლიკას“ ჟურნალისტმა, ალექსანდრე ქეშელაშვილმა, ასევე „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა, დავით ცაგარელმა. ნაწილმა კი დაზიანებები წიწაკის სპრეის შედეგად მიიღო.

728
300