ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დღეს ვიმსჯელებთ ქართული პოლიტიკური კლასის პრეტენზიებზე არჩევნებში საგარეო ჩარევის შესახებ, ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა დემოკრატიისთვის

დეკ 16, 2024 - 19:01
 0  63
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დღეს ვიმსჯელებთ ქართული პოლიტიკური კლასის პრეტენზიებზე არჩევნებში საგარეო ჩარევის შესახებ, ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა დემოკრატიისთვის

საქართველოს შესახებ სამი რამ შემიძლია გითხრათ. მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების უფლება და სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, – ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა.

728
300

როგორც ალბარესმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ ქართული პოლიტიკური კლასის პრეტენზიებზე საგარეო ჩარევის შესახებ.

„ძალიან განვიცდი მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობას. ძალიან გული შემტკივა და განვიცდი, რომ საქართველო ევროკავშირის გზას ტოვებს. საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახში უნდა იყოს. მესამე საკითხი, რომელზეც დღეს უნდა ვიმსჯელოთ, არის პოლიტიკური კლასის, ქართული პოლიტიკური კლასის პრეტენზიები საგარეო ჩარევის შესახებ მათ დემოკრატიაში და მათ არჩევნებში, ვფიქრობ, რომ დეზინფორმაცია და საგარეო ჩარევა არჩევნებში ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ალბერესმა.

728
300