დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება
საახალწლო დღეები დედაქალაქში ყოველდღიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში მოწყობილ სცენებზე გუშინ მსმენელის წინაშე ჯგუფი „გორდელა" და „ელის ბენდი" წარდგნენ.
იუსტიციის სახლის მიმდებარედ ფუნქციონირებს საციგურაო მოედანიც. საახალწლო სოფელი ყოველ დღე 12:00 საათიდან 22:00 საათამდე მნახველებს სხვადასხვა გასართობ აქტივობას სთავაზობს.