ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტთან სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ე.წ. დეპუტატი დაიღუპა

დეკ 19, 2024 - 15:25
 0  193
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტთან სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ე.წ. დეპუტატი დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის შენობასთან სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა.

728
300

ამის შესახებ ადგილობრივი მედია ინფორმაციას ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრი ვახტანგ გოლანძიაა.

მანამდე, აფხაზურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ე.წ. პარლამენტთან სროლის შედეგად ორი ე.წ. დეპუტატი – კან კვარჩია და ვახტანგ გოლანძია დაშავდნენ. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტთან სროლა, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. 

728
300