ევროსაბჭოს გენერალური მდივანი - საქართველოში ყველა ძალა ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგში და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს, ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დიალოგს
პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია, ვალდებულია, გახსნას დიალოგი, ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ალენ ბერსეს თქმით, „დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობის მუდმივი კონფრონტაციის პირობებში“.
„ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს. რწმენისა და ნდობის გაღვივების მექანიზმების გამოყენებით შეგვიძლია, ეს გავაკეთოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მოსახლეობის, ხალხის და აქ არსებული უწყებების ხელში, რომ სრულად ფუნქციური დემოკრატია ააღორძინოს, გააძლიეროს, რომელშიც უნდა ჩაერთოს ყველა, მათ შორის უმცირესობები, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ.“, – განაცხადა ალენ ბერსემ.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.