რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა გადადგომის შესახებ განაცხადა

თებ 11, 2025 - 10:03
 0  2
რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა გადადგომის შესახებ განაცხადა

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

728
300

„იმისათვის, რომ დავიცვა რუმინეთი და რუმინელი მოქალაქეები ამ კრიზისისგან, არასაჭირო და ნეგატიური განვითარებისგან, მე ვტოვებ რუმინეთის პრეზიდენტის თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 12 თებერვალს. ღმერთმა დალოცოს რუმინეთი“, – განაცხადა იოჰანისმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება იოჰანისმა მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა მისი თანამდებობიდან გადაყენება უკვე მესამედ მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა.

რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსეთის შესაძლო გავლენის შიშის გამო გააუქმა. განმეორებითი არჩევნები 4 მაისსაა დაგეგმილი. კლაუს იოჰანისი კი ახალ არჩევნებამდე სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე უნდა დარჩენილიყო.

728
300