„ოსკარის“ 97-ე ცერემონია 2 მარტს გაიმართება

„ოსკარის“ 97-ე ცერემონიას წელს პირველად, ცნობილი ამერიკელი წამყვანი და კომიკოსი კონან ო’ბრაიენი წაიყვანს.
ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო ორჯერ გადადებული ცერემონია, წელს 2 მარტს გაიმართება.
1968 წლის შემდეგ პირველად, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ორი მიუზიკლია ნომინირებული - „ალქაჯი“ და „ემილია პერესი“, რომელმაც ყველაზე მეტი, 13 ნომინაცია მიიღო.
მთავარ ნომინაციაზე წარდგენილ ფილმში „პაპის კონკლავი“, ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე მონაწილეობს.