შერეკილები 1973 წ. (მაღალი ხარისხით)

ნოე 28, 2024 - 13:42
 0  18

დამდგმელი რეჟისორი: ელდარ შენგელია;

სცენარის ავტორი: რეზო გაბრიაძე;

კომპოზიტორები: გია ჯანჩელი, ჯანსუღ კახიძე;

დამდგმელი ოპერატორი: გენო ჩირაძე;

ხმის ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე;

მონტაჟი: ნელი ფარცვანია;

 კინოსტურდია: ს.ს. "ქართული ფილმი" გამოშვების წელი: 1973 ხანგრძლივობა: 80 წთ.

 როლებში:

ვასილ ჩხაიძე — ქრისტეფორე მგალობლიშვილი; დათო ჟღენტი — ერთაოზ ბრეგვაძე; არიადნა შენგელაია — მარგალიტა; ბორის წიფურია — ხუტა ოდიშელიძე; აბრექ ფხალაძე — ნოშრევან კუჭუხიძე; მერაბ ელიოზიშვილი — ტრიფონია; აკაკი (არკადი) ბაქრაძე — მიზანა ბრეგვაძე; გრიგოლ ტყაბლაძე — სოფლის ხუცესი; სოსო ხაინდრავა - ექიმის თანაშემწე. ერთაოზს, მამის გარდაცვალების შემდეგ, სოფელში აღარაფერი დარჩენია, რადგან რაც კი ებადა მამისეულ ვალებში დაარიგა და ამიტომაც, ახლობლის რჩევით (ისიდორე ბაბუა) ბედის საძიებლად ქალაქში მიდის. შემთხვევით მემანქანე ტრიფონის მეუღლეს, მარგალიტას გაიცნობს, რომელიც ქმრის არყოფნით სარგებლობს და თაყვანისმცემლებს მასპინძლობს. მარგალიტაზე ერთიშეხედვით შეყვარებული ერთაოზი, მას ციხის უფროსის „ცხედრის“ თავიდან მოშორებაში დაეხმარება. „გაცოცხლებული“ ხუტა-უფროსი ერთაოზს ციხეში უკრავს თავს: ციხეში ერთაოზი გაიცნობს ერთ უცნაურ პატიმარს - ქრისტეფორე მგალობლიშვილს გარიყულადან, რომელიც „ცათმფრენის“ აგების იდეითაა შეპყრობილი. პატიმრები გარკვეული ხნის მუშაობის შემდეგ, ციხიდან გაიქცევიან და ცათმფრენის აგებას შეუდგებიან საავადმყოფო უფროსის დახმარებით, რომელიც უნებლიეთ მათი იდეის მესაიდუმლე გახდა და ამით აღფრთოვანებულმა, ტიტანური აზრების დიდმა პატივისმცემელმა, დახმარება შესთავაზა. „შერეკილებად“ მონათლული ქრისტეფორე და ერთაოზი, ცათმფრენს მართლაც ააგებენ და ყველას გასაოცად, ცაში აიჭრებიან.