შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
„ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებამ დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
„„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის კონსტიტუციაში დაფიქსირებულ დაპირებას ევროკავშირსა და ნატო-ში სრულ ინტეგრაციაზე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით, „ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო უფრო მოწყვლადი გახადა კრემლის წინაშე.
ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროპასთან ინტეგრაციას. აშშ გმობს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, გამოიყენონ შეკრებისა და გამოხატვის უფლება, მათ შორის, მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ საპროტესტო აქციები იყოს მშვიდობიანი.
„ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებამ დაარღვია ჩვენი, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რომლებიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემასთან მიმართებაში ანტიკორუფციულ ძალისხმევას. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ნოე 11, 2024 0 2416
ნოე 10, 2024 0 2321
ნოე 10, 2024 0 1750
ნოე 13, 2024 0 1502
ნოე 12, 2024 0 1462
ნოე 27, 2024 0 900
ნოე 13, 2024 0 1502
ნოე 12, 2024 0 1462
ნოე 11, 2024 0 2416
ნოე 10, 2024 0 2321
სულ ხმა მისცა: 1
კი