შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
აშშ უკრაინას ბირთვულ იარაღს არ დაუბრუნებს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
სალივანს შეკითხვა დაუსვეს გასულ თვეში „ნიუ იორკ ტაიმსის“ სტატიასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირი ვარაუდობდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, შესაძლოა, უკრაინას ბირთვული იარაღი გადასცეს თანამდებობის დატოვებამდე.
„ეს არ არის განხილული, არა. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის უკრაინაში სხვადასხვა ჩვეულებრივი შესაძლებლობების გაზრდა, რათა მათ შეძლონ, ეფექტურად დაიცვან თავი და აწარმოონ ბრძოლა რუსებთან, და არა – ბირთვული შესაძლებლობების. ჩვენ ვაპირებთ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ მომავალ გუნდთან, რადგან ამ გამოწვევებიდან ბევრი ძირეულად არ შეიცვლება 21 იანვარს. ჯერჯერობით, უნდა ვთქვა, რომ კოორდინაცია და ერთობლივი მუშაობა იყო კეთილსინდისიერად, იყო პროფესიონალურად“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე უკრაინამ ხელი მოაწერა ბუდაპეშტის მემორანდუმს, სადაც დათანხმდა თავისი ბირთვული იარაღის დათმობას, რუსეთის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.
ნოე 11, 2024 0 2416
ნოე 10, 2024 0 2319
ნოე 10, 2024 0 1750
ნოე 13, 2024 0 1502
ნოე 12, 2024 0 1460
ნოე 27, 2024 0 900
ნოე 13, 2024 0 1502
ნოე 12, 2024 0 1460
ნოე 11, 2024 0 2416
ნოე 10, 2024 0 2319
სულ ხმა მისცა: 1
კი