შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
„დოიჩე ველეს“ ცნობით, პროფკავშირ IG Metall-ის მოწოდებით, 2 დეკემბერს Volkswagen-ის გერმანიაში მდებარე თხუთმეტიდან ცხრა ქარხანაში გამაფრთხილებელი გაფიცვა გაიმართება.
მედიის ცნობით, გაფიცვა თითოეული ცვლის თანამშრომლებისთვის ორ საათს გაგრძელდება.
IG Metall-ის მოლაპარაკებათა ჯგუფის ხელმძღვანელის, თორსტენ გრიოგერის თქმით, ეს ნაბიჯი გადადგეს, რადგან Volkswagen-ი კვლავ გეგმავს თანამშრომლების გათავისუფლებასა და რამდენიმე ქარხნის დახურვას გერმანიაში.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს ამოიწურა ვადა, რომელიც Volkswagen-ის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებებისთვის იყო გაწერილი.
„ჩვენ კომპრომისისთვის მზადყოფნა გამოვხატეთ, მაგრამ ჩვენი გაწვდილი ხელი უარყვეს. ამას მოჰყვება გამაფრთხილებელი გაფიცვები, რომელთა იგნორირებასაც კომპანია ვერ შეძლებს“, – განაცხადა პროფკავშირის წარმომადგენელმა.
გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლებმა დემონსტრაციებიც გამართეს, რა დროსაც თავიანთ მოთხოვნებს გამოხატავდნენ.
ნოე 11, 2024 0 2358
ნოე 10, 2024 0 2262
ნოე 10, 2024 0 1713
ნოე 13, 2024 0 1454
ნოე 12, 2024 0 1432
ნოე 27, 2024 0 875
ნოე 13, 2024 0 1454
ნოე 12, 2024 0 1432
ნოე 11, 2024 0 2358
ნოე 10, 2024 0 2262
სულ ხმა მისცა: 1
კი