შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
კანადა სანქციებს დაუწესებს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და კორუფციაში ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ბალტიის ქვეყნებისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მელანი ჯოლის პრესკონფერენციაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჰკითხეს, – „რუსეთი ცდილობს, მოვლენები შეაფასოს როგორც მორიგი „მაიდანი“. როგორ ფიქრობთ, რა რეაგირება უნდა მოახდინონ ევროკავშირმა, ევროკავშირის მოკავშირეებმა, აშშ-მა და კანადამ?“ – რაზეც კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა:
„მოდით, ევროკავშირის წევრებმა თავად უპასუხონ. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ კანადა სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმის გამო, რის გაკეთებას ცდილობს რუსეთი საქართველოში. ამიტომ ჩვენ მივყვებით მაგალითს, ჩვენ დავუწესებთ სანქციებს საკვანძო პირებს, ასევე ბიზნესორგანიზაციებს, სუბიექტებს, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დაღვევებსა თუ კორუფციაში ჩვენს სასანქციო რეჟიმზე დაყრდნობით. ასე რომ, ამ საკითხის შესახებ ჩემგან მეტს უახლოეს დღეებში გაიგებთ“, – განაცხადა მელანი ჯოლიმ.
ნოე 11, 2024 0 2415
ნოე 10, 2024 0 2319
ნოე 10, 2024 0 1748
ნოე 13, 2024 0 1501
ნოე 12, 2024 0 1459
ნოე 27, 2024 0 900
ნოე 13, 2024 0 1501
ნოე 12, 2024 0 1459
ნოე 11, 2024 0 2415
ნოე 10, 2024 0 2319
სულ ხმა მისცა: 1
კი