აშშ-ის საელჩო ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით ქარდს აქვეყნებს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით ქარდს აქვეყნებს.
კერძოდ, საელჩო პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადებას ეხმაურება.
„ირაკლი კობახიძე, 2024 წლის 28 ნოემბერი: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.
ყველაფერი გასაგებია“, – აღნიშნულია საელჩოს გვერდზე.