ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აქვეყნებენ საქართველოს იმ მოქალაქეთა სიას, რომლებსაც მათ ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ

დეკ 2, 2024 - 20:41
 0  74
ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აქვეყნებენ საქართველოს იმ მოქალაქეთა სიას, რომლებსაც მათ ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ

ლიეტუვა და ესტონეთი აქვეყნებენ საქართველოს იმ მოქალაქეთა სიას, რომლებსაც ამ ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ.

728
300

ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერენ.

როგორც ლანსბერგისმა აღნიშნა, სიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სანქციები დაუწესდათ ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობის გამო.

სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე, თეიმურაზ კუპატაძე.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ. მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბოლო დღეებში გადაწყვიტეს რეალური ნაბიჯების გადადგმა და შემზღუდველი ზომების გატარება იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ საქართველოს მოქალაქეების პროტესტის, აზრის გამოხატვის, შეკრებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციების გამართვის ფუნდამენტურ უფლებებს.

„ასობით ადამიანის დაკავება, ცემა და მსგავსი ქმედებები არ შეიძლება, დარჩეს შედეგების გარეშე. ამიტომ, როგორც წინა მსგავს შემთხვევებში, ჩვენ მივიღებთ გარკვეულ შემზღუდველ ზომებს, რათა შევზღუდოთ ამ დარღვევების ჩამდენ პირთა შესვლა ჩვენს ქვეყნებში“, – განაცხადა ბრაჟემ.

ცნობისთვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბალტიის სამი სახელმწიფო შეთანხმდა, „ეროვნული სანქციები დაუწესოს საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის მონაწილეებს“. აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამაც გაავრცელა.

728
300