ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტონ ძალის გადაჭარბებული გამოყენება და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლება

დეკ 5, 2024 - 12:49
 0  54
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტონ ძალის გადაჭარბებული გამოყენება და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლება

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტონ ძალის გადაჭარბებული გამოყენება და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლება, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი სოციალურ ქსელში წერს.

728
300

მისი თქმით, ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული.

„საქართველოდან საგანგაშო ცნობები ვრცელდება მომიტინგეების თვითნებური დაკავების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტონ ძალის გადაჭარბებული გამოყენება და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოძიებული“, – დაწერა ანიტა ჰიპერმა.

728
300