სტრასბურგის სასამართლო - დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლო არ ყოფილა

დეკ 5, 2024 - 17:45
 0  30
სტრასბურგის სასამართლო - დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლო არ ყოფილა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

728
300

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია:

„საქმე კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ეხებოდა სასამართლო პროცესს, რომლის დროსაც ბ-ნი კეზერაშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, იქნა გასამართლებული, გამართლებული და, საბოლოო ჯამში, დამნაშავედ იქნა ცნობილი, დაუსწრებლად, თაღლითობაში. პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაში საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა:

– ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის § 1-ის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა იმის გამო, რომ უზენაეს სასამართლოს აკლდა ობიექტური მიუკერძოებლობა;

– მე-6 მუხლის §§ 1 და 3 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) არ დარღვეულა, იმ საფუძველზე, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადახედა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოსარჩელის გამართლების გადაწყვეტილებას.

სასამართლომ, კერძოდ, მიუთითა, რომ მოსამართლე შ.თ., რომელიც აპელაციის განხილვის პერიოდში იყო საქართველოს გენერალური პროკურორი, იმ მოსამართლეთა შემადგენლობაში იყო, რომელიც იხილავდა მოსარჩელის გახმაურებულ საქმეს, საკმარისი იყო იმისთვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა უზენაესი სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობა საქმის აპელაციის გადაწყვეტის დროს.

ამავე დროს, გადაწყვეტილების და მასში მოცემული მიზეზების გადახედვის შემდეგ, სასამართლომ არ მიიჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს დასკვნები იყო თვითნებური ან აშკარად გაუმართლებელი იმ დონზე, რომ ხელი შეეშალა სამართალწარმოების სამართლიანობისთვის ან გამოეწვია „მართლმსაჯულების უარყოფა“.

მუხლი 6

სასამართლომ მიიჩნია, რომ არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მოსამართლე შ.თ.-მ პირადი მიკერძოების რაიმე ნიშნები გამოავლინა წარმოებულ საქმეში. თუმცა, ობიექტური მიუკერძოებლობის თვალსაზრისით, სასამართლომ გაითვალისწინა გენერალური პროკურატურის იერარქიული სტრუქტურა, გენერალური პროკურორის წამყვანი როლი და ვრცელი უფლებამოსილებები შესაბამის შიდა კანონმდებლობაში, აგრეთვე საქმის პოლიტიკურად მგრძნობიარე კონტექსტი.

სასამართლო ვერ მოახდენს იმ გარემოების იგნორირებას, რომ შ.თ. გენერალურ პროკურორად დანიშვნის შემდეგ პასუხისმგებელი იყო პროკურატურის მიმდინარე საქმიანობაზე, მათ შორის – მოსარჩელის გახმაურებულ საქმეზე, რომელზეც სააპელაციო საჩივარი შეტანილ იყო მის დანიშვნამდე ერთი თვით ადრე. მისი მოსამართლეთა იმ კოლეგიაში შეყვანა ასეთ პირობებში საკმარისი იყო იმისთვის, რომ ეჭვქვეშ დამდგარიყო უზენაესი სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობა. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მუხლი 6 § 1-ის დარღვევას ობიექტური მიუკერძოებლობის ნაკლებობის გამო.

მოსარჩელის გამართლების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც უზენაესი სასამართლოს მიერ წერილობით პროცედურებში მოხდა, სასამართლომ შეისწავლა საქმის კონკრეტული თავისებურებები და ის ფორმა, როგორ იყო წარმოდგენილი და დაცული მოსარჩელის ინტერესები. აღინიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია შემოიფარგლებოდა მხოლოდ სპეციფიკური სამართლებრივი საკითხებით და იგი არ ახორციელებდა საქმეების სრულ გადასინჯვას.

უზენაესმა სასამართლომ დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება ქვედა ინსტანციის სასამართლოების გამამართლებელი განაჩენის გაუქმების შესახებ, მიუთითა რა, რომ ისინი იყო უკანონო, კერძოდ იმ მიზეზით, რომ ბ-ნ კეზერაშვილის გამართლება დაეფუძნა ზოგად და ბუნდოვან დასკვნებს მტკიცებულებების სიმცირის გამო. სასამართლომ პრინციპის დონეზე განსაზღვრა მტკიცებულებათა ის სახე – კონკრეტული დოკუმენტები, რომლებიც უპირისპირდებოდა მოწმეთა ჩვენებებს – რომლებიც აუცილებელი იყო მოსარჩელის დაცვის საფუძვლად წარმოდგენილი ფაქტის დასამტკიცებლად.

მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ საქმე განიხილა მხოლოდ ასეთი კონკრეტული სამართლებრივი კუთხით, მას მაინც უნდა შეეფასებინა, არსებობდა თუ არა საკმარისი საფუძველი ბ-ნ კეზერაშვილის მსჯავრდებისათვის და იყო თუ არა სასჯელი შესაფერისი.

ბ-ნ-მა კეზერაშვილმა არჩია, არ მიეღო პირადად მონაწილეობა ქვედა ინსტანციის სასამართლოების ზეპირ სხდომებში და უფლებამოსილება მიანიჭა თავის არჩეულ ადვოკატებს, რომ წარმოედგინათ იგი, თანხმობა განაცხადა საქმის დაუსწრებლად განხილვაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გაემართა ზეპირი სხდომა, არ წარმოადგნდა ჩარევას კეზერაშვილის უფლებაში, ყოფილიყო წარმოდგენილი სხდომაზე.

მიუხედავად ამისა, აუცილებელი იყო იმის შეფასებაც, მისცა თუ არა უზენაესმა სასამართლომ ბ-ნ კეზერაშვილს საკმარისი შესაძლებლობა რეაგირებისათვის. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი კარგად იყო ინფორმირებული პროკურატურის პოზიციის შესახებ, რომელიც იგივე იყო სამივე იურისდიქციის დონეზე.

ადვოკატებმა გასცეს პასუხი სასამართლოსა და სააპელაციო სტადიაზე, და მას შეეძლო, წარმოედგინა დეტალური წერილობითი პასუხი სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით. მას, აგრეთვე, სათანადოდ ეცნობა, რომ უზენაესი სასამართლო მის საქმეს განიხილავდა წერილობითი წარმოების გზით, და მის ადვოკატებს კარგად უნდა სცოდნოდათ უზენაესი სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენების გაუქმების, როგორც ჩანს, გავრცელებული პრაქტიკის შესახებ. თუმცა მან არანაირი შენიშვნა არ გამოთქვა იმ დროს, მიუხედავად იმისა, რომ მას უნდა სცოდნოდა, რომ არსებობდა იმის შესაძლებლობა, უზენაესი სასამართლოს, შესაძლოა, ის დამნაშავედ ეცნო და სასჯელი დაეკისრებინა.

რაც შეეხება მოსარჩელის საჩივარს უზენაესი სასამართლოს განაჩენის დასაბუთებასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მის მიერ წამოყენებული მთავარი არგუმენტი იყო განხილული, თუნდაც არაპირდაპირ. კერძოდ, მოსარჩელე მთელი სასამართლოს მანძილზე ამტკიცებდა, რომ მას არ უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა თაღლითობაზე იმ მიზეზით, რადგანაც სწავლების ნაწილი ჩატარდა, რაც დასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებებით. უზენაესმა სასამართლომ ამაზე იმსჯელა, მაგრამ მიაჩნდა, რომ მოწმეთა ჩვენებები არარელავანტური იყო იმის დასადგენად, თუ რამდენად იყო ხელშეკრულება შესრულებული.

ამ მხრივ, სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაბამისი დოკუმენტების – საბოლოო კვარტალური ანგარიშის და მიღება-ჩაბარების აქტის, რომელიც უნდა დადებულიყო თავდაცვის სამინისტროსთან სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ მოსარჩელის გასამართლების გადამწყვეტ ელემენტად მიიჩნია – სისწორე მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე.

მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მიდგომა შეიძლება გამხდარიყო გარკვეული კრიტიკის საგანი იმ მიზეზით, რომ საკმაოდ მოკლე ხანში იყო განხილული საკითხი იმის შესახებ, რამდენად იქნა დადგენილი თაღლითობის დანაშაულის ორივე ელემენტი მოსარჩელის მიმართ, სასამართლომ შეისწავლა რა გადაწყვეტილება და მასში მოცემული მიზეზები, ვერ დაადგინა, რომ დასკვნები იყო თვითნებური ან იმდენად უსაფუძვლო, რომ დააზიანებდა სამართალწარმოების სამართლიანობას ან გამოიწვევდა „მართლმსაჯულების უარყოფას“. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ ყოფილა დარღვეული მე-6 მუხლის §§ 1 და 3 იმ გარემოების გამო, რომ უზენაესმა სასამართლომ წერილობით სხდომაზე გააუქმა მოსარჩელის გამამართლებელი განაჩენი.

მუხლი 18

სასამართლო იყო ინფორმირებული 2012-2014 წლებში საქართველოში მომხდარი პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაიგო, რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო ეჭვი იმის შესახებ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. თუმცა მხოლოდ ფართო პოლიტიკური კონტექსტი საკმარის მტკიცებულებად არ გამოდგებოდა.

ბ-ნ კეზერაშვილის სხვა საკვანძო საკითხები, კერძოდ შ.თ.-ს კავშირები მმართველ პარტიასთან და პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდგომ დასმულ კითხვაზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული პასუხი, საკმარის მტკიცებულებებად არ გამოდგა იმის დასადასტურებლად, რომ მის დევნასა და გასამართლებას რაიმე ფარული მოტივი ჰქონდა. სასამართლომ, შესაბამისად, მისი საჩივარი მუხლი 18-ის მიხედვით უარყო, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი“, – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

728
300