შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
„უოლ სთრით ჯოურნალის“ ცნობით, უკრაინა მზად არის, მშვიდობისთვის მზადყოფნა გამოაცხადოს.
„უოლ სთრით ჯოურნალი“ წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი ანდრეი ერმაკი დონლად ტრამპის გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მიერ ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის კანდიდატად დასახელებულ მაიკ უოლცს და რუსეთისა და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე პრეტენდენტს, კიტ კელოგს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინული დელეგაციის ტრამპის გუნდთან შეხვედრას შეუერთდა არჩეული ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი. გამოცემის თანახმად, მანამდე ერმაკი შეხვდა ფლორიდაში სიუზი უაილსს, რომელიც ტრამპის მმართველობის დროს პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი იქნება.
„უოლ სთრით ჯოურნალის“ წყაროების თქმით, ერმაკი „გეგმავს, აცნობოს ტრამპის გუნდის წარმომადგენლებს, რომ კიევი მზად არის მშვიდობისთვის“.
„მაგრამ ეს უნდა იყოს მდგრადი მშვიდობა. არასტაბილური, დროებითი მშვიდობა არ შეესაბამება არც აშშ-ისა და არც უკრაინის ინტერესებს“, – თქვა გამოცემის წყარომ, რომელიც იცნობს კიევის გეგმებს.
ცნობისთვის, კიევი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. უკრაინის ალიანსში მიწვევა პრეზიდენტ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ ერთ-ერთი ძირითადი პუნქტია, მაგრამ დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ზელენსკიმ დაუშვა ის, რომ ომის „ცხელი ფაზა“ შეიძლება დასრულდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ნატო-ს „ქოლგის“ ქვეშ მოხვდება კიევის მიერ ამჟამად კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორია. ამასთან, მან დააზუსტა, რომ შეუძლებელია, ქვეყანა მიიწვიონ ალიანსში ნაწილობრივ, ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე და კიევი ამ ტერიტორიების დიპლომატიური გზით დაბრუნებისკენ მიისწრაფვის.
ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ბრიუსელში 3-4 დეკემბერს „როიტერი“ წერდა, რომ ნატო-ს 32 წევრ ქვეყანას შორის კიევის ალიანსში მიწვევის საკითხზე რაიმე კონსესუსის ნიშნები არ არსებობს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ კიევი უარს იტყვის წევრობის ნებისმიერ ალტერნატიულ ფორმატზე.
„როიტერის“ ცნობით, ამჟამად ტრამპის გუნდში განიხილება სამი ძირითადი წინადადება უკრაინაში მშვიდობის შესახებ. სამივე მათგანი გამორიცხავს უკრაინის ნატო-ში წევრობას უახლოეს მომავალში.
ნოე 11, 2024 0 4052
ნოე 10, 2024 0 3920
ნოე 10, 2024 0 2862
ნოე 13, 2024 0 2689
ნოე 12, 2024 0 2575
ნოე 27, 2024 0 1685
ნოე 13, 2024 0 2689
ნოე 12, 2024 0 2575
ნოე 11, 2024 0 4052
ნოე 10, 2024 0 3920
სულ ხმა მისცა: 1
კი