ჯინ შაჰინი - არ ვაპირებთ, ქმედების გარეშე დავტოვოთ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაც საქართველოში ხდება, იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტია ამ გზავნილს გაიგებენ

დეკ 6, 2024 - 08:39
 0  63
ჯინ შაჰინი - არ ვაპირებთ, ქმედების გარეშე დავტოვოთ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაც საქართველოში ხდება, იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტია ამ გზავნილს გაიგებენ

ყველანი დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში, არ ვაპირებთ ქმედების გარეშე დავტოვოთ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაც ქვეყანაში ხდება, – ამის შესახებ სენატში, „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ გამართულ მოსმენაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა.

728
300

„როგორც ვიცით, ვითარება საქართველოში სულ უფრო მძიმდება. ჩვენს კომიტეტს ქართველ ხალხთან ხანგრძლივი ერთგულება აკავშირებს. ვფიქრობ, ყველანი დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებას. ვხედავთ ათასობით ადამიანს, რომლებიც ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ქუჩაში გამოდიან „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, გავნვაცხადოთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს ორპარტიული კონსენსუსი სენატსა და კონგრესში და რომ ჩვენ არ ვაპირებთ ქმედების გარეშე დავტოვოთ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაც ქვეყანაში ხდება. იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტია ამ გზავნილს გაიგებენ“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

728
300