შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები საქართველოს გარე და შიდა არასტაბილურობის წინაშე აყენებს. ხაზს ვუსვამთ ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს, – ამის შესახებ გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ანალენა ბერბოკის, ჟან-ნოელ ბაროსა და რადოსლავ სიკორსკის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, „ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო საქმეთა მინისტრები წუხილს გამოთქვამენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, არ განაგრძოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე. ეს კი აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, როგორც ეს არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მკაცრად გმობენ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, ასევე ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმებს.
„ჩვენ ვგმობთ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ოფისებში რეიდებს, პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაკავებას და მოვუწოდებთ მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და გახსნას ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დასაწყისიდან „ქართული ოცნების“ კურსი იყო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და ამან, თავის მხრივ, განაპირობა ჩვენი ურთიერთობის დაქვეითება საქართველოსთან. ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე, რათა მივიღოთ შესაბამისი ზომები ევროკავშირის დონეზე. გარდა ამისა, განვიხილავთ „ქართული ოცნების“ ქმედებების შედეგებს ჩვენს შესაბამის ორმხრივ ურთიერთობებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ნოე 11, 2024 0 4006
ნოე 10, 2024 0 3877
ნოე 10, 2024 0 2842
ნოე 13, 2024 0 2655
ნოე 12, 2024 0 2552
ნოე 27, 2024 0 1656
ნოე 13, 2024 0 2655
ნოე 12, 2024 0 2552
ნოე 11, 2024 0 4006
ნოე 10, 2024 0 3877
სულ ხმა მისცა: 1
კი