შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ევროკავშირი აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა შეამსუბუქოს სანქციები „გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, „გაზპრომბანკი“ მთავარ როლს ასრულებს ევროკავშირის ქვეყნებისთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველსაყოფად.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირი და აშშ განიხილავენ შემარბილებელი ღონისძიებების სახეობასა და მოცულობას მას შემდეგ, რაც ევროპის ზოგიერთმა სახელმწიფომ და კომპანიამ განაცხადეს, რომ „გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ სანქციები საფრთხეს უქმნის გაზის მიწოდებას.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის მოლაპარაკებებში განხილულ ვარიანტებს შორის არის წინადადება, რომ დაუშვან გადახდები „გაზპრომბანკის“ ლუქსემბურგში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიის ან გადახდის სხვა არხების მეშვეობით.
ცნობისთვის, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ „გაზპრომბანკი“ სანქციების სიაში 21 ნოემბერს შეიყვანა.
ნოე 11, 2024 0 4002
ნოე 10, 2024 0 3874
ნოე 10, 2024 0 2840
ნოე 13, 2024 0 2654
ნოე 12, 2024 0 2550
ნოე 27, 2024 0 1655
ნოე 13, 2024 0 2654
ნოე 12, 2024 0 2550
ნოე 11, 2024 0 4002
ნოე 10, 2024 0 3874
სულ ხმა მისცა: 1
კი