ბელგიელმა ფერმერებმა ქვეყნის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრებზე გადასასვლელები გადაკეტეს

დეკ 6, 2024 - 08:44
 0  46
ბელგიელმა ფერმერებმა ქვეყნის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრებზე გადასასვლელები გადაკეტეს

ბელგიელმა ფერმერებმა ქვეყნის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრებზე გადასასვლელები გადაკეტეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. პროტესტის მიზეზი ევროპასა და მერკოსურის ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმების შესაძლო შედეგებია.

728
300

ადგილობრივი მედიის ცნობით, ფერმერებმა გადაკეტეს გერმანიასა და ნიდერლანდებთან სასაზღვრო გადასასვლელებიც, რაც გრინვიჩის დროით 21:00 საათამდე გაგრძელდება.

ევროპელი ფერმერები, დიდი ხანია, აპროტესტებენ არსებულ შეთანხმებას. ფერმერები ამბობენ, რომ ხელშეკრულება მათ ბიზნესს დააზარალებს. აქციის მონაწილეების თქმით, შეთანხმებამ, შესაძლოა, იაფი იმპორტის დაშვებით დააზიანოს ადგილობრივი სოფლის მეურნეობა.

728
300