შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსეთის გავლენის შიშის გამო გააუქმა.
ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა, რომელიც ორი კვირის წინ გაიმართა.
ეს ნიშნავს, რომ პროცესი თავიდან დაიწყება და მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ კალინ ჯორჯესკუმ, ნაკლებად ცნობილმა ულტრამემარჯვენემ, ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს შედეგის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა იმ სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ბრალდებები რუსეთის გავლენის შესახებ.
არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთელი საარჩევნო პროცესი და, შესაბამისად, საარჩევნო კამპანია ხელახლა წარიმართება.
ნოე 11, 2024 0 4035
ნოე 10, 2024 0 3902
ნოე 10, 2024 0 2854
ნოე 13, 2024 0 2672
ნოე 12, 2024 0 2565
ნოე 27, 2024 0 1676
ნოე 13, 2024 0 2672
ნოე 12, 2024 0 2565
ნოე 11, 2024 0 4035
ნოე 10, 2024 0 3902
სულ ხმა მისცა: 1
კი