შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ევროკომისია „ვიზალიბერალიზაციის შესახებ“ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების შეფასებას მოიცავს.
ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას შეიცავს.
„საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების საკითხის განხილვა. იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, უნდა იქნეს მიღებული გადაუდებელი ზომები ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად“, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.
ანგარიშში დასახელებულ რეკომენდაციებს შორისაა:
– უნდა იყოს უზრუნველყოფილი და დაცული საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა;
– თავიდან უნდა იქნეს აცილებული და გაუქმებული ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება, ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგებოდეს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს და ეწინააღმდეგებოდეს შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს; კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და შევიდეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტიქ პირთა უფლებების სრულად დაცვა;
– საჭიროა საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა იმ ქვეყნების სიასთან, რომელთანაც ევროკავშირს სავიზო რეჟიმი აქვს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც წარმოადგენენ არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს ევროკავშირში;
– გაძლიერდეს ქმედებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადებისა და უკანონოდ დარჩენის საკითხის მოსაგვარებლად. ამგვარ ქმედებებს შორის ანგარიშში დასახელებულია მიგრანტთა შესაბამისი კატეგორიებისთვის სავიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიები და საზღვარზე გამკაცრებული შემოწმებები;
– შეიქმნას აქტივების დაბრუნებისა და აქტივების მართვის ოფისი, გაგრძელდეს ძალისხმევა აქტივების მონიტორინგთან, გაყინვასთან, მართვასთან, კონფისკაციასა და განკარგვასთან დაკავშირებით;
– საჭიროა ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, მათი განხორციელებისთვის ადეკვატური რესურსების უზრუნველყოფა და განსაკუთრებული ყურადღების დათმობა მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებისთვის, სასამართლო დევნისა და განხილვისთვის;
– ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონის ცვლილება, რათა გათვალისწინებული იქნეს ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ეხება ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტიან დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და ფუნქციებს;
– პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ნოე 11, 2024 0 4016
ნოე 10, 2024 0 3882
ნოე 10, 2024 0 2846
ნოე 13, 2024 0 2661
ნოე 12, 2024 0 2557
ნოე 27, 2024 0 1660
ნოე 13, 2024 0 2661
ნოე 12, 2024 0 2557
ნოე 11, 2024 0 4016
ნოე 10, 2024 0 3882
სულ ხმა მისცა: 1
კი