შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს 24“ ავრცელებს.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს საზღვარგარეთ ტრამპის პირველი ვიზიტია. ტრამპი პარიზის ორლის აეროპორტში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შორის. პარიზში ასევე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ელისეის სასახლის ცნობით, ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ემანუელ მაკრონი ორმხრივ მოლაპარაკებებს უკრაინის ლიდერთანაც გამართავს.
ამასთან, მანამდე უცხოურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ საფრანგეთში, შესაძლოა, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაც შედგეს. თუმცა შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის დელეგაციაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი 2019 წელს ხანძრის შედეგად დაზიანდა. აღდგენილ ტაძარში პირველი წირვა-ლოცვა ხვალ ჩატარდება.
ნოე 11, 2024 0 4001
ნოე 10, 2024 0 3873
ნოე 10, 2024 0 2839
ნოე 13, 2024 0 2654
ნოე 12, 2024 0 2548
ნოე 27, 2024 0 1654
ნოე 13, 2024 0 2654
ნოე 12, 2024 0 2548
ნოე 11, 2024 0 4001
ნოე 10, 2024 0 3873
სულ ხმა მისცა: 1
კი