თურქეთის მთავრობა სამსუნი-სარფის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას იწყებს

დეკ 7, 2024 - 18:27
 0  172
თურქეთის მთავრობა სამსუნი-სარფის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას იწყებს

თურქეთის მთავრობა სამსუნი-სარფის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

728
300

თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ 509 კილომეტრის სიგრძის სამსუნი-სარფის რკინიგზა 10 მილიონ ადამიანს მოემსახურება.

სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება. სარკინიგზო მაგისტრალი დაფარავს სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზეს და ართვინის რეგიონებს.

„დავიწყეთ რკინიგზის პროექტის სამსუნი-სარფის მონაკვეთის პროექტების გაკეთება, რაზეც მთელი შავი ზღვა ლაპარაკობს; სარკინიგზო პროექტი, რომელიც ანკარიდან სამსუნამდე და სამსუნიდან სარფამდე წავა“, – განაცხადა აბდულკადირ ურალოღლუმ.

728
300