როგორი კანონები მოქმედებს ევროპასა და ამერიკაში ნიღბების ასაკრძალად. დეტალურად

დეკ 9, 2024 - 18:42
დეკ 9, 2024 - 18:45
 0  85
როგორი კანონები მოქმედებს ევროპასა და ამერიკაში ნიღბების ასაკრძალად. დეტალურად

ნიღბის ტარების ამკრძალავი კანონი ევროპის მრავალ ქვეყანაში მოქმედებს. ნიღბების ტარება აგრეთვე აკრძალულია აშშ-ის რიგ შტატებსა და კანადაში.

728
300

ნიღბის ტარება კანონმდებლობით აშშ-ის 15 შტატშია აკრძალული. კანონი XIX - XX საუკუნეში მიიღეს. იმ დროს ის აუცილებელი იყო ულტრამემარჯვენე რასისტულ ჯგუფთან კუ-კლუქს-კლანთან საბრძოლველად.

კანადის პარლამენტმა აღნიშნული კანონი 2012 წელს მიიღო, ხოლო 2013 წლის 19 ივნისს ის ამოქმედდა. კანადაში ნიღბის ტარება შეკრებებისა და გაფიცვების დროს იკრძალება. ნიღბის ტარება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, ყველაზე ადრე ეს კანონი იტალიამ, 1975 წელს მიიღო. იტალიური კანონის თანახმად, ღია სივრცეში აკრძალულია ნიღბის ან ისეთი სამოსის ტარება, რომელიც ადამიანის იდენტიფიკაციას ართულებს. გამონაკლისს წარმოადგენენ სამართალდამცველები. 1985 წელს ანალოგიური კანონი გერმანიამ მიიღო. გერმანული კანონმდებლობის თანახმად, ნიღბის ტარება აკრძალულია ღია სივრცეში ჩატარებულ შეკრებებზე. ხელისუფლებას შეუძლია დაუშვას გამონაკლისი, თუ ნიღაბი საჯარო უსაფრთხოებას ხელს არ უშლის.

ნიღბების ტარება 1995 წლიდან აკრძალულია ნორვეგიაშიც. მისი ტარება არ შეიძლება დემონსტრაციების, მარშების, მიტინგებისა და სხვა შეკრებების დროს. 2000 წელს იგივე აკრძალვა ამოქმედდა დანიაში, გრენლანდიისა და ფარერის კუნძულების გარდა.

2002 წელს ნიღბების აკრძალვის შესახებ კანონი მიიღეს ავსტრიაში. 2017 წელს კანონში შესწორება შეიტანეს და დააზუსტეს, რომ აკრძალვა ვრცელდება მუსლიმანურ ბურკაზე, ნიქაბზე, მოტოციკლის ჩაფხუტზე, რომელიც მთელ სახეს ფარავს. 2005 წელს შვედეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ისეთი სამოსის ტარებას, რის გამოც ადამიანის იდენტიფიკაცია რთულდება.

2010 წელს ნიღბის ტარება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში აიკრძალა საფრანგეთში. ერთ წელიწადში იგივე კანონი ამოქმედდა ბელგიაშიც. ესპანეთის პარლამენტმა ანალოგიური კანონი 2013 წელს მიიღო. 2016 წელს იგივე კანონები მიიღეს ლატვიასა და ბულგარეთში. ბულგარეთში ნიღბის, ბურკას და ნიქაბის ტარება აგრეთვე აკრძალულია სამთავრობო უწყებებში, სკოლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში.

728
300