წმინდა ნიკოლოზის საფლავი აღმოაჩინეს
თურქეთში არქეოლოგებმა ეკლესიის გაფართოებაში წმინდა ნიკოლოზის საფლავი აღმოაჩინეს, რომელიც სანტა კლაუსის საშობაო გამოსახულების შთაგონების წყარო იყო.
თურქეთში, ანტალიაში, დემრეში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ორსართულიან მინაშენში უძველესი სარკოფაგი აღმოაჩინეს. ბერძენი ქველმოქმედი ეპისკოპოსის, ლიკიის მირას ეპისკოპოსის საფლავის აღმოჩენას თურქული ონლაინ გამოცემა Türkiye Today ავრცელებს.
ამავე სიღრმეზე აღმოაჩინეს თითქმის 2 მეტრის სიგრძის კირქვის სარკოფაგი.