საგარეო საქმეთა სამინისტრო - შეძრულნი ვართ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე ტრაგიკული ინციდენტის გამო, ფიქრებით მსხვერპლთა ოჯახების გვერდით ვართ, სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანიას

დეკ 21, 2024 - 16:59
 0  75
საგარეო საქმეთა სამინისტრო - შეძრულნი ვართ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე ტრაგიკული ინციდენტის გამო, ფიქრებით მსხვერპლთა ოჯახების გვერდით ვართ, სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანიას

ღრმად შეძრულნი ვართ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

728
300

საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს გერმანიას.

„ღრმად შეძრულნი ვართ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. ჩვენი ფიქრებით და ლოცვით მსხვერპლთა და მათი ოჯახების გვერდით ვართ. საქართველო სოლიდარობას უცხადებს გერმანიას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის დედაქალაქის საშობაო ბაზრობაზე გუშინ მანქანა შევარდა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა 200-ზე მეტს შეადგენს.

728
300