„პოლიტიკო“ - რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ, რუსული აქტივებიდან 500 მილიონი ევრო შესთავაზა

დეკ 21, 2024 - 17:04
 0  103
„პოლიტიკო“ - რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ, რუსული აქტივებიდან 500 მილიონი ევრო შესთავაზა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას 500 მლნ ევრო შესთავაზა რუსული აქტივებიდან, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ. ამის შესახებ „პოლიტიკო“ იუწყება.

728
300

როგორც სტატიაში ნათქვამი, რობერტ ფიცო ევროკავშირის სამიტზე უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეთანხმების გაგრძელებას ითხოვდა.

საპასუხოდ, ზელენსკიმ გააკრიტიკა სლოვაკეთი და განაცხადა, რომ „სამარცხვინოა ფულზე საუბარი, როდესაც უკრაინა ადამიანებს კარგავს“.

მოგვიანებით, ფიცომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზელენსკის წინადადებები დახურულ კარს მიღმა იყო „აბსურდული“ და ვარაუდი გამოთქვა, რომ უკრაინა თავს უფლებას აძლევს, ზიანი მიაყენოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ეკონომიკას.

ფიცოს განცხადებით, მან ზელენსკის უთხრა, რომ სლოვაკეთმა შეიძლება, დაკარგოს დაახლოებით 500 მილიონი ევრო გაზის ტრანზიტის გადასახადზე წელიწადში. „საპასუხოდ ზელენსკიმ მკითხა, დავუჭერდი თუ არა მაშინ მხარს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, თუ ის მომცემდა 500 მილიონ ევროს რუსული აქტივებიდან. რა თქმა უნდა, მე ვუპასუხე „არასდროს“, – განაცხადა ფიცომ.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა სლოვაკეთის პრემიერთან საუბრისას ამ კვირაში დაადასტურა, რომ კიევი გამორიცხავს „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმების გაგრძელებას, მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინა არ არის წინააღმდეგი საკუთარ ტერიტორიაზე რუსულის გარდა სხვა ბუნებრივი აირის ტრანზიტი განახორციელოს. ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინა არ განიხილავს შეთანხმების განახლებას „გაზპრომთან“ რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შესახებ.

728
300