„როიტერი“ - ბალტიის ქვეყნებმა რუსეთის ელექტროქსელიდან ევროკავშირის სისტემაზე გადასვლა დაასრულეს

შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ბალტიის ქვეყნებმა რუსეთის ელექტროქსელიდან ევროკავშირის სისტემაზე გადასვლა დაასრულეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვილნიუსში ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ლიდერებთან, ასევე პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი რეგიონისთვის ახალი ერის დასაწყისია.
„ეს ისტორიული დღეა. ეს არის თავისუფლება, თავისუფლება მუქარისა და შანტაჟისგან“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, რომ ეს არის ისტორიული მომენტი, რადგან პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის დრო დასრულდა.
ცნობისთვის, პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირმა 1.2 მილიარდი ევრო გამოყო.
ნოე 11, 2024 0 13027
ნოე 10, 2024 0 12814
ნოე 13, 2024 0 9458
ნოე 12, 2024 0 8580
ნოე 10, 2024 0 8416
მარ 6, 2025 0 3
თებ 6, 2025 0 11
თებ 4, 2025 0 10
ნოე 27, 2024 0 5191
ნოე 13, 2024 0 9458
სულ ხმა მისცა: 6
კი