ილონ მასკი „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ დახურვას ითხოვს - მათ აღარავინ უსმენს, რადიკალი მემარცხენე გიჟები ელაპარაკებიან საკუთარ თავს, წვავენ აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფულს

შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ დახურვას ითხოვს. ამის შესახებ მასკი სოციალურ ქსელში წერს.
„დიახ, დახურეთ ისინი.
1. ევროპა ახლა თავისუფალია (თუ არ ჩავთვლით მახრჩობელ ბიუროკრატიას). გამარჯობა??
2. მათ აღარავინ უსმენს;
3. უბრალოდ საკუთარ თავს ელაპარაკებიან რადიკალი მემარცხენე გიჟები, რომლებიც წვავენ აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფულს, წელიწადში ერთ მილიარდ დოლარს“, – წერს მასკი და აზიარებს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, რომელშიც სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელის, რიჩარდ გრენელის სიტყვებია ციტირებული.
„აშშ-ის გადასახადის გადამხდელები აფინანსებენ მემარცხენე სახელმწიფო მედიას. მათი დახურვის დროა. „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ არის მედიასაშუალებები, რომლებსაც თანხას ამერიკელი გადასახადის გადამხდელები უხდიან. ეს არის სახელმწიფო მედია. ეს საშუალებები სავსეა მემარცხენე აქტივისტებით. ამ ჟურნალისტებთან ათწლეულების განმავლობაში ვმუშაობ. ეს არის წარსულის რელიკვია. ჩვენ არ გვჭირდება მთავრობისგან დაფინანსებული მედიასაშუალებები“, – აცხადებს რიჩარდ გრენელი.
ნოე 11, 2024 0 13027
ნოე 10, 2024 0 12814
ნოე 13, 2024 0 9458
ნოე 12, 2024 0 8580
ნოე 10, 2024 0 8416
მარ 6, 2025 0 3
თებ 6, 2025 0 11
თებ 4, 2025 0 10
ნოე 27, 2024 0 5191
ნოე 13, 2024 0 9458
სულ ხმა მისცა: 6
კი