საბერძნეთის კუნძულ სანტორინის მახლობლად კიდევ სამი მიწისძვრა მოხდა, სანტორინიზე საგანგებო მდგომარეობა, სულ მცირე, 3 მარტამდეა გამოცხადებული

თებ 11, 2025 - 10:05
 0  2
საბერძნეთის კუნძულ სანტორინის მახლობლად კიდევ სამი მიწისძვრა მოხდა, სანტორინიზე საგანგებო მდგომარეობა, სულ მცირე, 3 მარტამდეა გამოცხადებული

საბერძნეთის კუნძულ სანტორინის მახლობლად კიდევ სამი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

728
300

კუნძულ სანტორინიზე დახურულია სკოლები და ბაღები. საგანგებო მდგომარეობა, სულ მცირე, 3 მარტამდეა გამოცხადებული.

26 იანვრის შემდეგ კუნძულზე და მის მიმდებარედ 300-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. საერთო ჯამში, კუნძულზე დაახლოებით 15 000 ადამიანი ცხოვრობს.

საფრთხის გამო 11 000-ზე მეტმა ადამიანმა კუნძული უკვე დატოვა. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 6 თებერვალს დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრეც 5.2 მაგნიტუდა იყო.

728
300