მომაკვდინებელი წყალდიდობა ესპანეთში: ვალენსიის მთავრობის პრეზიდენტი ბოდიშს იხდის და „შეცდომებს“ აღიარებს
კრიტიკის ქარცეცხლში მყოფმა ვალენსიის მთავრობის პრეზიდენტმა ბოდიში ოფიციალურად მოიხადა - პარასკევს, 15 ნოემბერს, კარლოს მაზონმა აღიარა, რომ „შეცდომები“ იყო დაშვებული გასული თვეში მომხდარი დრამატული წყალდიდობის დროს, რომელსაც, სულ მცირე, 224 ადამიანი ემსხვერპლა.
„მე არ ვაპირებ უარვყო, რომ შეცდომები დავუშვით“, - აღნიშნა მაზონმა რეგიონულ პარლამენტში საკუთარი ინიციატივით გამოსვლისას, რომლის დროსაც მან ამ უპრეცედენტო კრიზისზე ხელისუფლების რეაგირების შესახებ ისაუბრა. „ასევე არ ვაპირებ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას“, - დასძინა ვალენსიის მთავრობის პრეზიდენტმა.