შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, ნილს უშაკოვსი და რასა იუკნევიჩიენე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინსვლის ნაცვლად, საქართველოში დემოკრატიის მუდმივი უკუსვლა შეინიშნება.
„ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების მცდელობები, როგორც ეს 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კიდევე ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს იყო საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება, 2022 წლის მარტში შეეტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და მას 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისა და გაწევრიანების პროცესში წინსვლის ნაცვლად, საქართველოში დემოკრატიის მუდმივი უკუსვლა შეინიშნება.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. დაფიქსირებული საარჩევნო გაყალბება ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის მთლიანობასა და ახალი მთავრობის ლეგიტიმურობას. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები პროევროპელი ქართველების უფლებებით, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ მთავრობის გეგმის წინააღმდეგ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ; ვგმობთ მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც მკაცრად უნდა იყოს დაცული.
კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და მათი სურვილისადმი, იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას და დავეხმარებით სამოქალაქო საზოგადოებასა და პროდემოკრატიულ მოძრაობებს ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე დაბრუნებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ნოე 11, 2024 0 3879
ნოე 10, 2024 0 3765
ნოე 10, 2024 0 2743
ნოე 13, 2024 0 2565
ნოე 12, 2024 0 2479
ნოე 27, 2024 0 1585
ნოე 13, 2024 0 2565
ნოე 12, 2024 0 2479
ნოე 11, 2024 0 3879
ნოე 10, 2024 0 3765
სულ ხმა მისცა: 1
კი